ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის.

მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.

„სიტყვები საკმარისი არ არის. სიტყვები ამ ზამთარს შუქს ვერ მოიტანს. სიტყვები რუსული რაკეტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. გაერთიანებული სამეფო უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება, ჩვენ კონკრეტულ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინის თავდაცვას“, - წერს ჯეიმზ კლევერლი „ტვიტერში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა