დიმიტრი პესკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ყირიმის არასამხედრო გზით დაბრუნების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა დისკუსია რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ

მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევს ყირიმის "არასამხედრო გზით" აღების სურვილი აქვს, განიხილავს, როგორც დისკუსიას რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ, რაც გამორიცხულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ტერიტორიის თემის განხილვა. ეს გამორიცხულია“, - განაცხადა პესკოვმა, ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას.

„ასეთი სპეკულაციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უკრაინული მხარე მზად არაა, არ სურს და არ აქვს უნარი პრობლემა არასამხედრო მეთოდებით გადაჭრას“, - დასძინა პესკოვმა.

მისი თქმით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ „აბსოლუტურად არასწორად“ წარმოაჩინა ამ განცხადების არსი, თითქოს, პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა ამ საკითხის არა სამხედრო გზით, არამედ, სამშვიდობო მოლაპარაკებების საშუალებით გადასაჭრელად.

„ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ყირიმი ძალით უნდა დაიბრუნოს. დე ფაქტო უკრაინას ამაზე უარს არ უთქვამს“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მომხრე იქნება, თუკი ვინმე შესთავაზებს ყირიმის არასამხედრო საშუალებებით დაბრუნების გზას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ კონფლიქტის გადაწყვეტა არ მოიცავს ყირიმის დეოკუპაციას, ამაზე საუბარი მხოლოდ დროის დაკარგვა იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო