NYT - პენტაგონმა პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინაში დაზიანებული არტილერიის სარემონტო ცენტრი მოაწყო

NYT - პენტაგონმა პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინაში დაზიანებული არტილერიის სარემონტო ცენტრი მოაწყო

პენტაგონმა პოლონეთის ტერიტორიაზე დასავლური სარემონტო ცენტრი მოაწყო საარტილერიო იარაღისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება,

- ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყებების ცნობით, უკრაინაში გაგზავნილი დასავლური წარმოების 350 ჰაუბიციდან, დაახლოებით, მესამედი მუშა მდგომარეობაში არ არის.

რამდენადაც არტილერიის შეკეთება საველე პირობებში პრობლემატურია, ეს საკითხი პრიორიტეტი გახდა პენტაგონის ევროპული სარდლობისთვის, რომელმაც პოლონეთში სარემონტო ცენტრი დააარსა.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში დაზიანებული იარაღის აღდგენის სამუშაოები სარემონტო ბაზაზე ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. The New York Times-ი წერს, რომ უკრაინული იარაღის მდგომარეობა შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირების ყურადღების საგანია.