მედია - კრემლის მოლოდინით, მობილიზებულთა შორის დანაკარგები 100 000 ადამიანს მიაღწევს

რუსეთი გეგმავს ზამთარში უკრაინის ფრონტის სტაბილიზაციას და გაზაფხულზე აქტიური საომარი მოქმედებების განახლებას, ამასთან დაკავშირებით კრემლი ელის, რომ მობილიზებულთა დანაკარგი, დაახლოებით, 100 ათას ადამიანს მიაღწევს, - ინფორმაციას გამოცემა "Важные Истории" ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურთან დაახლოებული პირია, მეორე კი - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ესმის, რომ გაზაფხულზე საომარი მოქმედებების გააქტიურება დიდ დანაკარგებს გამოიწვევს.

„მომავალი წლის გაზაფხულისთვის დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ, შესაძლოა, დაახლოებით 100 000 მიაღწიოს, მაგრამ ეს არავის აშინებს: მათ ჩაანაცვლებენ ახალწვეულები", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.

მეორე წყაროს ცნობით, მომავალი წლის გაზაფხულისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს 120 000 ახალწვეულის მომზადებას, რომლებიც შეიძლება უკრაინაში გაგზავნონ მობილიზებულთა შორის დანაკარგების ასანაზღაურებლად.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, სწორედ ამიტომ, პუტინი ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას არ აუქმებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“