უკრაინამ და ბელგიამ უკრაინის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ  დეკლარაციას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხელმოწერის ცერემონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროოს შეხვედრის შემდეგ გამართული ბრიფინგის დროს შედგა.

"ეს დოკუმენტი მოწმობს ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვანი წევრობისკენ ჩვენი სვლის მიმართ ბელგიის მხარდაჭერას. აუცილებლად მივიღებთ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან შედეგს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის ინიციატივის - Grain from Ukraine განხორციელება, თავდაცვის მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა განიხილა. ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მან ბელგიის პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ უკრაინის ენერგოსისტემის მდგომარეობის და უკრაინის საჭიროებების შესახებ.

„ბელგია მზადაა, უზრუნველყოს ელექტროენერგიის გენერატორები და სხვა აღჭურვილობა, რაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და მთლიანად უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეხვედრის დროს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდასთან დაკავშირებით დახმარების აღმოჩენის საკითხზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო