ბელგიის პრემიერი ზელენსკის - უკრაინა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რისთვის ღირს ბრძოლა

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე დე კროოს განცხადებით, მისთვის დიდი პატივია უკრაინაში ყოფნა და უკრაინისა და უკრაინელების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა.

„მინდა, ბელგიელი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ უკრაინელს ამ ძალიან რთულ დროს, ამ ძალიან რთულ დროში ლიდერობისთვის. თქვენ აჩვენებთ მთელ მსოფლიოს რისთვის ღირს ბრძოლა - დემოკრატიისთვის, ღია საზოგადოებისთვის, სადაც ადამიანებს პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს და გმობენ ძალადობას“, - განაცხადა ალექსანდრე დე კროომ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა დაიწყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებას ართმევს, აუცილებელია უკრაინელების მხარდაჭერა, რადგან წინ ძალიან რთული ზამთარია.

”ჩვენ მოგაწვდით გენერატორებს, დახმარებას გავუწევთ თქვენს სკოლებს, საავადმყოფოებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოგცემთ გამძლეობას ამ რთულ დროს”, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა. მისივე თქმით, ბელგია სიამოვნებით უჭერს მხარს უკრაინის პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - Grain From Ukraine.

"ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ შესაძლო პრობლემები აფრიკის გარკვეული ქვეყნებისთვის საკვების მიწოდების კუთხით. გარდა ამისა, ის მხარს უჭერს თქვენს ეკონომიკას, უკრაინას ამ რთულ პერიოდში", - აღნიშნა დე კროომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო