უკრაინის გენერალური პროკურორი - თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გენოციდს უტოლდება

რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გენოციდს უტოლდება, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ ობიექტებზე თავდასხმების სამიზნე მთელი უკრაინელი ერია და არის მცდელობა, კიევი აიძულონ, დანებდეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ენერგეტიკულ ქსელზე თავდასხმების გარდა, 11 000 უკრაინელი ბავშვი იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთში.

ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, მისი უწყება იძიებს 49 000-ზე მეტ ომისა და აგრესიის დანაშაულს მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მისი თქმით, ომის დანაშაულებთან დაკავშირებით ბრალი 260 ადამიანს წაუყენეს და განაჩენი 13 ადამიანს გამოუტანეს.

უკრაინის გენერალური პროკურორი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელსაც მხარს დაუჭერენ მთელი ცივილიზებული სამყაროს ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის უკრაინაში შეჭრას და სურთ, მან პასუხი აგოს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა