უკრაინელი დიპლომატი - რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაში 32 000-მდე სამოქალაქო სამიზნე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700-ზე მეტი ობიექტი დააზიანა

რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაში დაახლოებით 32 000 სამოქალაქო სამიზნე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700-ზე მეტი ობიექტი დააზიანა მას შემდეგ, რაც რუსეთი, 24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა, - ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა, ევგენი ენინმა განაცხადა.

"როგორც ტერორისტებისგანაა მოსალოდნელი, რუსები მიზანში იღებენ სამოქალაქო სამიზნეებს. დღემდე, რუსული რაკეტებითა და ჭურვებით დაახლოებით 32 000 ასეთი სამიზნეა დაზიანებული. ეს არის ძირითადად კერძო სახლები ან სამოქალაქო საცხოვრებელი კორპუსები", - აღნიშნა ევგენი ენინმა.

მისი თქმით, სამხედრო ობიექტებზე დაფიქსირებული თავდასხმების მხოლოდ 3% მოდის.

”ამ დროისთვის, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700-ზე მეტი ობიექტი - აეროდრომები, ხიდები, ნავთობბაზები, ელექტროენერგიის ქვესადგურები და ა.შ.,” - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, მოსკოვს აქვს "მანიაკალური სურვილი უკრაინა სიბნელეში ჩაძიროს და არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ისინი შეჩერდებიან".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა