ხატია დეკანოიძის განცხადებით, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ გასცეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მკურნალმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედიდან“ საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე დასასწრებად ეტაპირების ნება არ დართეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ექიმები სააკაშვილის გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.

"პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა წონის მხრივ. ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად ძალიან მძიმეა შედეგები. როცა ადმინისტრაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე, მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფო და ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება სასამართლო დარბაზში მოხდეს. ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომ საავადმყოფოდან სასამართლომდე გზაში მძიმე შედეგი არ დადგეს. ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ასევე, ბადრაგი და პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში ამ ეტაპზე არ მოხდება.ჩვენ შევთავაზეთ, რომ რეანიმობილით თუ არის შესაძლებელი გადაყვანა, მათ თქვეს, რომ არც რეანიმობილით და არც ბრიგადის თანდასწრებით ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს. ჩემი წარმოდგენით და დაკვირვებით ძალიან მძიმეა მდგომარეობა, არც მგონია, რომ მან შეძლოს ჩვენების მიცემა. გარდა ამისა მჯერა, რომ მათ არ უნდათ მთელმა მსოფლიომ ნახოს მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად როგორც გამოიყურება. ესეც არის ჩემი შთაბეჭდილება. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ნევროლოგიური დასკვნა მძიმეა. ფიზიკურად წონა გაცილებით უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე ათი დღის წინ, როცა მე გახლდით შიგნით და ის მოვინახულე. ხელზე ტრემორი უფრო გამოკვეთილია, ასევე, ტრემორია თვალზეც გამოკვეთილი, რომელიც არ ჰქონდა როცა მე მოვინახულე”,-განაცხადა დეკანოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი