სერგო ჩიხლაძე - სრული უკანონობის ზეიმია, სააკაშვილს წაართვეს უფლება, სასამართლოში მივიდეს და რამე ამტკიცოს - ივანიშვილის ერთი სიტყვაა საჭირო და ვერც ვიღაც რატი ბრეგაძე და ვერც დირექტორი ნადირაძე მის გადაყვანას წინ ვერ დაუდგება

ადამიანს წაართვეს უფლება, რომ დიაგნოზი დაუსვან, უმკურნალონ, სასამართლოში მივიდეს და რამე ამტკიცოს, აბსურდი კი არა, სრული უკანონობის ზეიმია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, თავად კლინიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ აქ „სპეკულაციის თემები უნდა დაიხუროს“.

„უკვე თვითონ კლინიკის ექიმებმა გააკეთეს განაცხადი, რომ დიახ, ის არის ცუდად - იმდენად მძიმედ, რომ ნახევარკილომეტრიანი მანძილია სასამართლოდან კლინიკამდე და იქაც კი ვერ მოხერხდა მისი ტრანსპორტირება, ამიტომ აქ სპეკულაციის თემები უნდა დაიხუროს. ეს არის არაადამიანობა. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელსაც არანაირი ემპათია არ გააჩნია, არანაირი გულისხმიერება არ გააჩნია, ყველას მასხრად და სასაცილოდ იგდებს. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს როცა ეხება საქმე, თანაც პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის. ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს, რომ მათთვის საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის პრიორიტეტი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძემ გადაცემაში ექიმებსაც მიმართა და მოუწოდა მათ, რომ იყვნენ უფრო ადამიანურები და საკითხს მიუდგნენ უფრო მაღალპროფესიულად.

„ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ - საბოლოო ჯამში, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მივუდგეთ უფრო ემპათიურად, უფრო ადამიანურად, უფრო მაღალპროფესიულად. ქალბატონი დირექტორის განცხადებაშიც კი ემპათია და თანაგრძნობა არ იგრძნობა და არაერთი ასეთი განცხადება გაკეთდა სამწუხაროდ, ქალბატონი ნადირაძის მიერ, რაც არ შეესაბამება თუ მას ექიმი ჰქვია და დირექტორს წარმოადგენს ამ კლინიკის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც აფერხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და სასჯელის გადავადების პროცესს, ბიძინა ივანიშვილია.

„ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამ სიტუაციის გადაწყვეტა შეუძლია საქართველოში, ეს არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას აყოვნებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ერთი მისი სიტყვა, ერთი მისი თანხმობა და ვერც ვიღაც რატი ბრეგაძე, დირექტორი ნადირაძე, ვერც ციხის უფროსი ამას წინ ვერ დაუდგება, მითუმეტეს, რომ ყველანაირი კანონიერი საფუძველი არსებობს სასჯელის გადავადების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში საზღვარგარეთ გადაყვანის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო