თავდაცვის მინისტრი - რუსეთმა 9 თვეში უკრაინაში 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა - სამიზნეების 97% სამოქალაქო ობიექტები იყო

რუსეთმა ცხრა თვეში 16 000-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსული სამიზნეების 97% სამოქალაქო ობიექტები იყო.

კერძოდ, მისი თქმით, 12.3 ათასზე მეტი დარტყმა განხორციელდა გარეუბნებზე და დასახლებებზე, 1.9 ათასი სახლებზე, 500-ზე მეტი სამხედრო ობიექტებზე, 250-ზე მეტი - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და დაახლოებით, 220 - ენერგეტიკაზე.

რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ტერორისტული სახელმწიფო ებრძვის.

„უკრაინა გაიმარჯვებს და ომის დამნაშავეებს სასამართლოს წინაშე წარადგენს", - აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა