მატეუშ მორავეცკი Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები უნდა გადაეცეს, რომელიც პოლონეთს გერმანიამ შესთავაზა.

მისი თქმით, პოლონეთი განიხილავს ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებას, თუ ისინი უკრაინის არმიას არ გადაეცემა.

„რა თქმა უნდა, განვიხილავთ ასეთ ვარიანტს, მაგრამ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ საბოლოო ჯამში, აღჭურვილობის ყიდვა არავის უნდა მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ იდგეს,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინის დასავლეთ რეგიონები მუდმივად განიცდიან რუსეთის მხრიდან დაბომბვას.

"ამიტომ, დაე, ამ იარაღმა საუკეთესოდ იმსახუროს უკრაინის ცის დასაცავად. ამ გზით, ის ასევე მოემსახურება პოლონეთის ცის დაცვას", - აღნიშნა მორავეცკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო