უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღდეგის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს და ასევე ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ავიაციას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ბელოგორივკას დასახლებებსა და დონეცკის ოლქის სერებრიანკას, ვერხნეკამენსკოეს, ბელოგორივკას, იაკოვლევკას, პერვომაისკოეს, ოპიტნოეს, ნეველსკოესა და კრასნოგოროვკას დასახლებებში მოიგერიეს. ამასთან, გასული დღის განავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინული ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ განახორციელეს 9 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა, ასევე 50-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

„უკრაინელმა დამცველებმა მტრის სუ-25 და სუ-24 ტიპის თვითმფრინავები ჩამოაგდეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო