გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები იტალიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური, სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ მთივლიშვილი და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული დელეგაციის წევრები იტალიის რეგიონულ გარემოს დაცვის სააგენტოს ARPA Campania გენერალურ მენეჯერს, სტეფანო სორვინოს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართული მხარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის და მოდელირების მიმართულებით ARPA Campania-ის საქმიანობას გაეცნო.

„ვიზიტის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქ. რიმინის მწვანე ტექნოლოგიების გამოფენაზე „Ecomondo“ იმყოფებოდნენ. აღნიშნული გამოფენა ევროპაში ტექნოლოგიური და სამრეწველო ინოვაციების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, გამოფენის ფარგლებში გამართულ სემინარებსაც დაესწრნენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვაში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს