გიორგი ბოტკოველი უმრავლესობას - როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრაგედია იქნება და თქვენ იზეიმებთ და იხარებთ ამით?

როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრაგედია იქნება და თქვენ იზეიმებთ და იხარებთ ამით? - ხალხი ძალიან კარგად ხედავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან დიდხანს არ გასტანს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა, ზიზღს გულისხმობს.

"ეს გულისხმობს ზიზღს, არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის განვითარების მიმართ. საქართველოს ზიზღით ვერ კმაყოფილდებით და ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს ებრძვით და მათ მიმართ ზიზღს გამოხატავთ.

ხალხი ძალიან კარგად ხედავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდხანს არ გასტანს და იმ მთავარი თქვენი მიზნის განხორციელების უფლება არ მოგეცემათ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო