რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი - ცეცხლს ეთამაშებიან

იუსტიციის მინისტრის განცხადება არის არაჰუმანური - მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებებს.

გოცირიძის თქმით, არსებობს მოვლენების ისეთი განვითარების რისკი, რომელიც ქვეყანას შეარყევს.

"კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. [იუსტიციის მინისტრი] განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული იარების, რაც დღემდე შეხორცებული არ არის და თავს გვახსენებს, ამ შეცდომების გამეორების პირობებს ქმნის. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. მიბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის შეთავაზება "სასაცილოა", რადგან დასავლურ კლინიკაში მკურნალობა ერთია და იქიდან ექიმის ჩამოყვანა სხვა.

"რატომ დადიან მინისტრები და დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ სამკურნალოდ? - იმკურნალონ აქ თბილისში", - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო