აშშ უკრაინას რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო დაზიანებული ელექტროქსელის განახლებისთვის 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ელექტროქსელის განახლებისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად 53 მილიონი დოლარის გადაუდებელ დახმარებას გაუწევს.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.

დაფინანსება გათვალისწინებულია ელექტროქსელის აღდგენისთვის აღჭურვილობის შესაძენად და ის უკრაინას უმოკლეს ვადაში უნდა მიეწოდოს.

„ეს პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს, დენის დამცავ მოწყობილობებს, გამთიშველებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა კრიტიკულ აღჭურვილობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად, უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო