შალვა პაპუაშვილი - გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში -  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს

გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. გერმანიის კანცლერის სიტყვები, რომ ერთიანი ევროპა ნიშნავს ევროპას ლისაბონიდან თბილისამდე, გვაჩვენებს თუ რამდენად მკაფიოა გერმანიის ხედვა საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულუფლებიან წევრობაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს“, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში გერმანის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მასპინძელ ქვეყანას, წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გაწეული უანგარო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია დღეს, თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა, რადგან გერმანიასთან ბევრი საინტერესო წელი მაკავშირებს. გერმანია, წლების განმავლობაში, უანგაროდ, როგორც მეგობარი, იდგა ჩვენს გვერდით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური აღმშენებლობის გზაზე.

უდიდესია გერმანელი ხალხის წვლილი განათლების სფეროში, როგორც საქართველოს განათლების სისტემაში თანამედროვე კონცეფციების შემოტანის გზით, ისე ქართველი ახალგაზრდებისთვის გერმანიაში განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შესაძლებლობას, ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ დღეს აქ მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრს, როგორც უმრავლესობიდან ისე ოპოზიციიდან, განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. მეამაყება, რომ დღევანდელი საღამოს ცენტრალური ფიგურები ჩვენი საამაყო ხელოვანები ნინო ხარატიშვილი, ლიზა ბათიაშვილი და დუდანა მაზმანიშვილი არიან. ისინი დღეს უკვე არიან როგორც ქართული ისე გერმანული კულტურის ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა