რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა დღეს ხერსონი კვლავ დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დილით ხერსონის ცენტრს „რაშისტები“ დაესხნენ თავს, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება, დაარტყეს გაზსადენსაც. მტრის დაბომბვის შედეგად ხერსონის მკვიდრი, 70 წლის ქალი საკუთარ ბინაში დაიღუპა“, -წერს იაროსლავ იანუშევიჩი.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად ასევე დაშავდა 64 წლის მამაკაცი, ის ქუჩაში იმყოფებოდა, როდესაც გზაზე რუსული ჭურვები ჩამოცვივდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო