14.07.2025 / 09:02
ბრიტანეთი 22 რუს ჩინოვნიკს სანქციებს უწესებს

გაერთიანებულმა სამეფომ 22 რუს ჩინოვნიკს ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან : რუსეთის ვიცე-პრემიერი და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი, სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი არკადი გოსტევი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა.

„რუსეთის რეჟიმის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზების შესახებ იყო მცდელობა, გაენადგურებინათ მამაცი უკრაინელები, რომლებიც იცავენ თავიანთ ტერიტორიას, მაგრამ ამაოდ. დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ იმ პირები, რომლებმაც აღასრულეს ეს გაწვევა, გაგზავნეს რუსეთის ათასობით მოქალაქე პუტინის უკანონო და ამაზრზენ ომში საბრძოლველად. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს სანქციების და სამხედრო დახმარების გამოყენებას, იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმზ კლევერლიმ.

გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე კომენტარის გაკეთებას. წარმოიდგინეთ, ჩვენს წინააღმდეგ დაწესებულ თითოეულ სანქციაზე კომენტარს რომ ვაკეთებდეთ!”- აღნიშნა პესკოვმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა