რუსულმა ძალებმა ხერსონი 34-ჯერ დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქის ტერიტორია 34-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მტერი აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

„ხერსონის საცხოვრებელი უბნები კვლავ მტრის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. საარტილერიო ჭურვებმა გაანადგურა კერძო სახლები და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ზელენოვკას, ტოკარევკას, ანტონოვკას, ნოვოტიაგინკას და დარიევკას. ბერისლავის რაიონი - რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს მატროსოვკა და კაჩკაროვკა“, - აცხადებს იანუშევიჩი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 კი - დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო