ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის გახსნაში მონაწილეობდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022 - ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ფორუმი, რომელიც 2 - წლიანი პაუზის შედეგად წელს პირველად ჩატარდა, 1-2 დეკემბერს გაიმართება.

ფორუმის ორგანიზატორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში არიან. ღონისძიების სპონსორი „თიბისი ბანკია“.

მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, ასევე ციფრული ბაზრის განვითარებას, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვას. შედეგად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას.

„საქართველოში საერთაშორისო ინტერნეტ კავშირის და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკის ყველა სექტორის შემდგომი განვითარებისათვის რეგიონში, რამდენადაც მას შეუძლია გააუმჯობესოს ოპტიკური კაბელის მოცულობა, ციფრული სერვისების ხარისხი, ისევე როგორც ხელმისაწვდომობა საერთაშორისო კავშირის ბაზარზე გაუმჯობესებული კონკურენციის გამო. აღნიშნული მომავალში დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

ფორუმის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და სხვ.

აღსანიშნავია, რომ GITI 2022 - ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. მისი მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.

მათივე ცნობით, კონფერენციის მთავარი მიზანია რეგიონის სახელმწიფოებში საჯარო და კერძო სექტორს, აკადემიური წრეებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაკავებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ხარისხის ამაღლება კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოების ამაღლების კუთხით. GITI 2022 - ის ძირითადი საკითხებია: ციფრული ტრანსფორმაცია; სამთავრობო ტექნოლოგიები; მონაცემთა მართვა; ფინტექი; ინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება; რეგიონული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარება და სხვ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს