ანა წითლიძე - „ქართულ ოცნებაში“ მიხეილ სააკაშვილს ისე უყურებენ, როგორც პოლიტიკურად საშიშს, მაგრამ ამ ადამიანს გაცხადებული აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში ინტერესი არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის შეფასებით, ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ცეცხლს ეთამაშება“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, სავარაუდოდ, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად სახიფათოდ მიიჩნევს, რის გამოც, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარს აცხადებს.

„ვფიქრობ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან. ალბათ, ისე უყურებენ, როგორც პოლიტიკურად საშიშს, მაგრამ ამ ადამიანს გაცხადებული აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში ინტერესი არ აქვს“, - განაცხადა წითლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან არაეთიკური და არაადამიანურია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სიმულაციაა.

„ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რომ გვეუბნება, თურმე სიმულაცია არის ის, რაც ახლა პრეზიდენტის თავს ხდება, ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორია. მე არაერთხელ მომიწოდებია მათთვის, თუ ეს მათ ტყუილი ჰგონიათ, მაშინ პირადად შევიდნენ, გამოიყენონ დეპუტატის მანდატი, ნახონ პრეზიდენტის მდგომარეობა, უფრო მეტი ალტერნატიული კვლევა ჩაატარონ მის ჯანმრთელობაზე, ამის შესაძლებლობა აქვთ და თვითონ დადონ დიაგნოზი, თუ არსებულს არ ენდობიან“, - განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული რეაბილიტაცია ვერც ციხეში და ვერც კლინიკაში მოხდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.

„6 თვის თავზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მას საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირს. იმდენად სუსტად არის, კლინიკამ თქვა, რომ სასამართლოზე მისი გადაადგილების ვალდებულებას ვერ აიღებდა. მე არ ვარ ექიმი და ამ თემაზე სპეკულაციას ვერ დავიწყებ, მაგრამ რაც არაპროფესიონალის თვალითაც ჩანს და რაზეც პირველ რიგში, ექიმები საუბრობენ, არის სწორი დიაგნოსტიკა და მის რეაბილიტაცია. რომ გავიხსენოთ მისი მკურნალობის პროცესი ციხიდან „ვივამედში“, ნათლად გვიჩვენებს, რომ ამ პირობებში მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია შეუძლებელია“, - განაცხადა წითლიძემ.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე,რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები გადაიდოს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა