არჩილ თალაკვაძე გოცირიძეს - ბატონო რომან, თქვენ ხართ გუნდის წევრი, ვისაც ყველაზე მეტი „სიზმარა“ მინისტრი ჰყავდა, გყავდათ ძილის, ღიმილის, ომის მინისტრი - თქვენმა „სიზმარა“ კაბინეტმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა

ბატონო რომან, მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენ ხართ იმ გუნდის წარმომადგენელი, ვისაც ყველაზე მეტი სიზმარა მინისტრი ჰყავდა, -ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს, რომელმაც განათლების და მეცნიერების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჯეჯელავას „ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე - არ არის გამორიცხული, თქვენ „სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ „სიზმარა მინისტრთა კაბინეტმა“ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.

რომან გოცირიძემ სიზმრებზე ილაპარაკა და დაგვადანაშაულა, თითქოს ჩვენ ყველაფერს სიზმრად ვხედავთ. ბატონო რომან, მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენ ხართ იმ გუნდის წარმომადგენელი, ვისაც ყველაზე მეტი სიზმარა მინისტრი ჰყავდა. თქვენ გყავდათ ძილის მინისტრი, რომელსაც ეძინა მაშინ, როდესაც მოქალაქეების უფლებები ირღვეოდა, ადამიანები იღუპებოდნენ, მათ ღირსებას შეურაცხყოფდნენ. როდესაც მათ სჭირდებოდათ სამართალი, ეს სამართალი არ იყო. ეძინა თქვენს ძილის მინისტრს და მაგიტომ არ იყო ქვეყანაში სამართალი.

თქვენ გყავდათ ღიმილის მინისტრი, რომელმაც ხანდაზმული ადამიანები მოატყუა, მათ დაჰპირდა ღიმილიან საქართველოს და შემდეგ როგორ დასრულდა ეს ისტორია, ძალიან კარგად გახსოვთ. არ მინდა დრამატული სურათი შეგახსენოთ, რა უქენით თქვენ და თქვენმა ღიმილის მინისტრმა იმ ხანდაზმულ ადამიანებს, როდესაც სტომატოლოგიურ პაკეტებს დაჰპირდით არჩევნების წინ.

თქვენ გყავდათ ომის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა თავდაცვის სამინისტრო, ჯარისკაცები, ამისთვისაა მსჯავრდებული, დღეს მიმალვაშია და კიდევ იქიდან რაღაც პოლიტიკური ამბიციებით გვეხმაურება. შესაბამისად, როდესაც ასეთი პოლიტიკური მემკვიდრეობა გაქვთ, უხერხულია, რომ ბატონი ჩხენკელის მისამართით აკეთებთ ისეთ კომენტარებს ამ ტრიბუნიდან, რომელიც საზოგადოებას ბუნებრივად შეახსენებს თქვენს სიზმარა კაბინეტს, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?