მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინამ, ომის დაწყებიდან, 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინამ, ომის დაწყებიდან, 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინაში, 24 თებერვლიდან, 13 000-მდე სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებზე, რომ უკრაინის არმიის დანაკარგები 100 000 ჯარისკაცს შეადგენს.

პოდოლიაკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა და „ეს აშკარაა, რადგან წაშალეს ეს ვიდეო, წაშალეს ეს ციფრები“.

“გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რაზედაც უმაღლესი მთავარსარდალი საუბრობს და რომლის თანახმადაც, დაღუპულთა რაოდენობა 10-დან 12,5-13 ათასამდე აღწევს," აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, თუ ვსაუბრობთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, მაშინ ფონ დერ ლაიენის მიერ დასახელებულ 20 ათასზე გაცილებით მეტია. მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ არის იქ უამრავი მასობრივი საფლავი.