რუსებმა ხარკოვში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსებმა ხარკოვში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის კლუგინო-ბაშკიროვკს დასახლება დაბომბეს. რუსული რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ევგენი ვასილენკომ განაცხადა, რომ რუსებმა ცეცხლი ხუთსართულიან შენობას გაუხსნეს.

დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ბინები სახლის ზედა სართულზე. მაშველები დანგრეულ ბინებს ათვალიერებენ.

ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებული ქალის შესახებ.