ოლექსი რეზნიკოვი ესპანეთში გაგზავნილ სახიფათო წერილებზე - ტერორს საზღვრები არ აქვს - რუსეთი ტერორის განსახორციელებლად ტერორისტულ საშუალებებს იყენებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შეფასებით, მადრიდში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისა და ესპანეთში გაგზავნილი სახიფათო წერილების უკან რუსეთის ფედერაცია დგას.

რეზნიკოვმა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან, მარგარიტა რობლესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ტერორის გასავრცელებლად ტერორისტულ საშუალებებს იყენებს.

"მსოფლიო იწყებს აღიარებას, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო. ტერორს არ აქვს საზღვრები. დღეს ქალბატონმა მინისტრმა ისაუბრა ასაფეთქებელი წერილების შესახებ, რომლებსაც ესპანეთში ღებულობენ- ისინი იყენებენ ტერორისტულ საშუალებებს ტერორის განსახორციელებლად. ისინი ცდილობენ, გაუთიშონ უკრაინას წყალმომარაგება, ელექტროენერგია, რომ სიცივესა და სიბნელეში ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის", - განმარტა რეზნიკოვმა.

შეგახსენებთ, ესპანეთში, უკრაინის საელჩოში ფოსტით გაგზავნილი ბომბიანი კონვერტი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ანალოგიური გზავნილები გაუგზავნეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს, იარაღის მწარმოებელ კომპანიას სარაგოსაში, რომელიც კიევისთვის სარაკეტო გამშვებებს აწარმოებს და ესპანეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზას.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა