რუსულმა ძალებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონის თემებს მძიმე არტილერიიდან დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტებმა 40-მდე ჭურვი ისროლეს.
„რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლს. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით ურტყამდნენ რაიონს“, - აღნიშნა რეზნიჩენკომ.
მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ნგრევის მასშტაბები დგინდება.

























