რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რაკეტები დაუშინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჯერად ოკუპანტებმა თავიანთი დაწყევლილი რაკეტებით ქალაქის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კერძო საწარმო დაზიანდა“, - წერს კურტევი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა