ლიეტუვამ უკრაინას შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა გადასცა, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი „ტვიტერზე“ წერს.
„ლიეტუვა უკრაინული არტილერიისთვის 155 მმ-იან ჭურვებს გზავნის“, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, მანამდე არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ უკრაინა ლიეტუვასგან მეტ დახმარებას მიიღებს, თუმცა დასძინა, რომ ყველაფერს საჯაროდ ვერ გამოაცხადებენ.