ხატია დეკანოიძე - მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, მისთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესასრულებლად, კარგი იქნება თუ მმართველი გუნდი კანონში ოპოზიციის შეთავაზებულ პუნქტებსაც გაითვალისწინებს.

„უნდა დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას. რაც არ უნდა პესიმისტურ და სკეპტიკურ რეჟიმში ვიყოთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მათ შორის იმ პროექტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, არის მუხლები, რომლებსაც ვეთანხმებით. ჩვენ, ასევე, წარმოვადგინეთ პროექტი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ჩვენ კანონპროექტში ძალიან ზუსტად არის აღწერილი ის პუნქტები, რომლებიც უნდა დაემატოს იმ კანონს, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა. მე ვფიქრობ, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესასრულებლად ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ წარმოდგენილ პუნქტებსაც გაითვალისწინებენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ საქართველოს სჭირდება თავისუფალი არჩევნები და ეს სწორედ საარჩევნო კოდექსში უნდა გაიწეროს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი