გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი უკრაინელ უფლებადამცველებს საჰაერო განგაშის გამო მიწისქვეშა თავშესაფარში შეხვდა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის განცხადებით, ის უკრაინელ უფლებადამცველებს საჰაერო განგაშის გამო, კიევში მდებარე მიწისქვეშა თავშესაფარში შეხვდა.
ამასთან, გაერო-ს მაღალჩინოსანი "უაზრო" ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.
„დაუჯერებელია, რომ ეს თითქმის ყოველდღიურად ხდება უკრაინაში. ეს არ უნდა იქცეს ახალ ნორმად", - აღნიშნა თურქმა.

























