ვოლოდიმირ ზელენსკი - როდესაც ერთი ტერორისტი ყველას ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა

რუსეთის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავზე აჩვენებს, რომ ამ ტერორისტებთან მხოლოდ რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას არ მოიტანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ერთი ტერორისტი ყველას ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა.

„დღევანდელი სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის იუბილე აღნიშნა. ამ დოკუმენტის ბედი პასუხობს ბევრ აქტუალურ კითხვას რუსეთის შესახებ. ამ ტერორისტებთან მხოლოდ რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას არ მოიტანს. ისინი აუცილებლად დაარღვევენ მათთან მიღწეულ შეთანხმებას. რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების რაიმე ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს. მშვიდობას მხოლოდ რუსული ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლება და მკვლელების პასუხისგებაში მიცემა მოუტანს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინაში 70 რაკეტა გაუშვეს, თუმცა უკრაინელებმა მათი უმეტესობა ჩამოაგდეს.

„ყოველი ჩამოგდებული რუსული რაკეტა არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ტერორის დამარცხება შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო