„ახალი მედია არტ-თბილისის“ მონაწილეები საკუთარ იდეებსა და პროექტებს წარადგენენ

თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“, კონკურსის - „ახალი მედია არტ-თბილისი“ მონაწილეების იდეა-პროექტების წარდგენა გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მონაწილეები წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩნენ.

„პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის შეხვედრები გაიმართა, სადაც მედია ხელოვნების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებზე იმსჯელეს. დასკვნით ღონისძიებაზე შერჩეული კონკურსანტების იდეა-პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა, რომელთაგან სპეციალური ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

პროექტის მიზანია, მედია ხელოვნების მიმართულებით საინტერესო და ექსპერიმენტული იდეების წარმოჩენა, ინოვაციური მულტიმედიური პროექტების გამოვლენა, ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი ინიციატივების დანერგვა.

„ახალი მედია არტ-თბილისი“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის - „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

ღონისძიება 18:00 საათზე, მ. ბერძენიშვილის ქ. N1-ში გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს