„ეფ-ეს-ბე“ მოსკოვის სასამართლოს ირინა ვერეშჩუკისთვის პატიმრობის შეფარდებას სთხოვს

„ეფ-ეს-ბე“ მოსკოვის სასამართლოს ირინა ვერეშჩუკისთვის პატიმრობის შეფარდებას სთხოვს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებლები მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოს სთხოვენ, უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრს და მინისტრს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ემინე ჯაფაროვას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდოს.

რუსულ მედიას სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში არიან ბრალდებულები და მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

მათი განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლითაც ვერეშჩუკსა და ჯაფაროვას ბრალი აქვთ წაყენებული, 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.