რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა განახლებული მემორიალი გაიხსნა

ქალაქ რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა განახლებული მემორიალი გაიხსნა.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიას დაესწრნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, თავდაცვის ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, სივრცე, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. აღდგენილია სკვერში არსებული, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა დროს დაღუპულ გმირთა ყველა მემორიალი. გმირთა მემორიალების ხეივანი, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის და სამხედრო ორკესტრის თანხლებით გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერი, 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. 9 ათას კვ/მ ფართობზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა, მეორე მსოფლიო ომში, ასევე, სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილ ჯარისკაცებისა და 9 აპრილის მემორიალებია განთავსებული.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა 13 სვეტისგან შემდგარი მონუმენტი, რომელიც ღამის საათებში, სინათლის 13 სვეტს ქმნის, რუსთაველი არქიტექტორის, კობა ძლიერიშვილის ნამუშევარია, სამშვიდობო მისიებსა და 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გმირთა მემორიალების ავტორი, კი, ასევე, რუსთაველი მოქანდაკე, ვალერი ჯიქიაა.

განახლებულ სკვერში გმირთა მემორიალების გარდა, საფეხმავლო და ველო-ბილიკი, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი, რუსთავის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

#დიდებაგმირებს“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა