ივერი მელაშვილის განცხადებით, რუკას, რომლის გამოყენებასაც მას და ილიჩოვას ედავებიან, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც იყენებდნენ, თუმცა, მაშინ ბრალეულობა არ აღმოუჩენიათ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაშია, კითხვები აქვს.

როგორც მელაძე აღნიშნავს, რუკას, რომლის გამოყენებასაც მას და ნატალია ილიჩოვას ედავებიან, წარსულში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც იყენებდნენ, თუმცა, მაშინ რაიმე სახის ბრალეულობა არ აღმოუჩენიათ.

„ბრალეულობის დამადასტურებელი არაფერი არ არის, რაც არ უნდა მოეწადინებია პროკურატურას, რაც არ არის, რა უნდა ნახონ. საინტერესო იქნებოდა თვითონ ღარიბაშვილის არგუმენტები და მისი მოსაზრება, ის მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, როცა პროკურატურაში გააგზავნა მოთხოვნა ამ საქმის წამოწყების თაობაზე, საინტერესოა, რას იტყვის, რა არგუმენტაცია აქვს?! რა თქმა უნდა, მის მიმართ კითხვები არსებობს. 200 000-მასშტაბიანი რუკის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში ინტენსიურად მიმდინარეობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. არც მაშინ იყო აღმოჩენილი ბრალეულობის ნიშნები, რატომ გახდა ამის წამოწევა აქტუალური 2020 წელს, წინა საარჩევნო პერიოდში?!" - განაცხადა მელაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე დასაკითხ პირთა სიაში ბრალდების მხარეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავს.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!