უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი თვის განმავლობაში უკრაინული წარმოების დრონების 7 ნიმუში მიიღო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი თვის განმავლობაში უკრაინული წარმოების დრონების 7 ნიმუში მიიღო

უკრაინის არმიამ უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შვიდი ნიმუში მიიღო. განიხილება კიდევ ოცამდე განაცხადი მწარმოებლებისგან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ადრე არმია იღებდა ექსპლუატაციაში წელიწადში უპილოტო საფრენი აპარატის 1-2 ნიმუშს. შედარებისთვის, ბოლო 30 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალების ექსპლუატაციაში უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის 7 ნიმუში დაუშვეს", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა თავდაცვის საჭიროებებისთვის ინოვაციების გამოყენების წესებში ცვლილებისა და შეიარაღებულ ძალებში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების პროცედურის გამარტივების გამო.

„ადრე ამ პროცედურას 1.5-2 წელი სჭირდებოდა. დღეს ძალიან სწრაფად ხდება. მთავარია, პროდუქტს ჰქონდეს არმიისთვის საჭირო ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ამჟამად განიხილება კიდევ 19 განაცხადი უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციაზე დასაშვებად.

„მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებას წლის ბოლომდე ვგეგმავთ”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.