რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირიდან, კერძოდ, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ფურცელაძის ქუჩებიდან, ხოლო თავისუფლების მოედნიდან გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით აიკრძალება.

რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხიასა და ინაშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან, ხოლო მთაწმინდის დანარჩენი ქუჩებიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, კაკაბაძის, მაყაშვილისა და ბარნოვის ქუჩების გამოყენებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს: ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებით, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?