ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ეს ადამიანები ვერ მოიშლიან საკუთარ სტილს, რომ მუდმივად უნდა სცადონ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მშვიდობის დარღვევა - ეს მათი სტილი და დავალებაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის სტილია „ქვეყანაში არეულობის შემოტანა“.

როგორც მან ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, ისინი საკუთარ სტილს ვერ მოიშლიან.

„ევროკავშირის პირველივე მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, დეპოლარიზაცია გულისხმობს რადიკალიზმის შემცირებას, მაგრამ ეს ადამიანები ვერ მოიშლიან საკუთარ სტილს. ეს სტილი გულისხმობს იმას, რომ მუდმივად უნდა სცადონ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მშვიდობის დარღვევა. ეს მათი სტილი და დავალებაა,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, აქედან გამომდინარე, ისინი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ, მმართველ პარტიას კი, სხვა დღის წესრიგი აქვს.

„ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება, განვითარების უზრუნველყოფა, ამ დღის წესრიგს გავყვებით ჩვენ. რაც შეეხება ამ ტროიკას ("დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) თავისი „ნაცმოძრაობით“, რა თქმა უნდა, ისინი მოქმედებას გააგრძელებენ ისე, როგორც აქამდე მოქმედებდნენ“, - აცხადებს კობახიძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას