Reuters - აშშ უკრაინას დახმარების ახალ, 275 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გასაგზავნად ემზადება - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დახმარების მიზანია გაზარდოს უკრაინის შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

პენტაგონის დახმარება ასევე მოიცავს რაკეტებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS), 155 მმ-იან ჭურვებს, Humvee-ს სამხედრო მანქანებსა და გენერატორებს.

დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო