BTU-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ტრენინგების/კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, სტუდენტების სტაჟირება და დასაქმება, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელთაც აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს.

„იუსტიციის სასწავლო ცენტრისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი საკითხია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ვგეგმავთ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას.

პროექტები მიმართული იქნება როგორც თანამშრომლების პროფესიული განვითარების, ისე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისკენ. ასევე, გვსურს ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში,“ - აღნიშნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, რადგან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვაპირებთ განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტი და გადამზადების პროგრამები. აღნიშნული ღონისძიებები სტარტს აიღებს 2023 წლიდან და ეს იქნება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი ყველა მომავალი ბენეფიციარისთვის,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

მხარეები თანხმდებიან, რომ უნივერსიტეტი სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას სასწავლო ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული სამიზნე ჯგუფებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო პროგრამების ორგანიზებას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას