ვახტანგ მეგრელიშვილი - ვიდრე მიშას არიან ჩამოკიდებულები, ეთერებში დადიან და მიშა-მიშას „ბაზრობენ“, მანამდე არც ამათ ეშველებათ, არც მიშას ეშველება და იყოს ციხეში

მიშა არის კონკრეტულად პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა „ქართული ოცნების“ მეშვეობით არის ქვეყანა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გადაცემაში ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ობოლაძემ თქვა, რომ „თუ ამ ტიპის მოღალატეობრივ ხელისუფლებას ვერ ვცვლით, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ოპოზიციამ“, რაზეც ვახტანგ მეგრელიშვილმა საპასუხო კითხვით მიმართა, თუ რატომ არ უნდა აიღოს აღნიშნულზე პასუხისმგებლობა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა.

„მიშამ რატომ არ უნდა აიღოს მაგაზე პასუხისმგებლობა? ოპოზიციაო ისე ამბობ, გეგონება, ყველაფერი ჩემი ბრალია. რატომ არ მეპატიჟებიან „მთავარ არხზე?“ სანამ „მთავარ არხზე არ დამპატიჟებენ მიშა ისევ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, რომელიც როგორც კი მოვა ხელისუფლებაში ეგრევე დამიჭერს. ამიტომ, იყოს ციხეში. მიშა არის კონკრეტულად პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა „ქართული ოცნების“ მეშვეობით არის ქვეყანა. ანუ ამ ყველაფრის ერთადერთი დასაყრდენი არის მიშას როლი და მიშას როლი უნდა შეიცვალოს“,- აცხადებს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, როგორც კი „ნაციონალურ მოძრაობაში გააცნობიერებენ, რომ მათ მიხეილ სააკაშვილი აღარ კრავთ, ეს მაშინვე გამოჩნდება.

„ვიდრე მიშას არიან ჩამოკიდებულები, ეთერებში დადიან და მიშა-მიშას „ბაზრობენ“ და მიშას კუჭის მოქმედებით არის მთელი წელი დაკავებული ეს ერი, მანამდე არც ამათ ეშველებათ, არც მიშას ეშველება და იყოს ციხეში, ვამბობ მე“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს