ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს

ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული.

ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ქვეყნის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ მიმართულებებით ფრონტზე იმყოფებიან და მტერში დანაკარგს იწვევენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო