სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე არ გამორიცხავს, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი ჩაიშალოს

თუ პროცესები ამ რეჟიმში წავიდა, მაღალია ალბათობა, რომ პროცესი საერთოდ ჩაიშალოს, მიმდინარე ციკლი სახალხო დამცველის შერჩევის გარეშე დასრულდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, 19 კანდიდატიდან მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს გაწერილ კრიტერიუმებს.

„მოცემულ შემთხვევაში, დღემდე არ არის სახალხო დამცველი არჩეული. არავინ იცის, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები, ან რატომ არის შეფერხებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროცესები დაზიანებულია. ვისურვებდი, მეტად დაზიანება არ იყოს და მიუკერძოებელი, პროფესიონალი სახალხო დამცველი აირჩეს. ამ 19 კანდიდატში მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. თუ პროცესები ამ რეჟიმში წავიდა, მაღალია ალბათობა, რომ პროცესი საერთოდ ჩაიშალოს, მიმდინარე ციკლი სახალხო დამცველის შერჩევის გარეშე დასრულდეს. ამის ალბათობა და საფრთხე არსებობს. ერთი კანდიდატის გარშემო ჯერ კონსენსუსი არ არსებობს“, - აღნიშნა მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მუშაობა ორი დღის წინ დაასრულა. ახალი სახალხო დამცველის არჩევისთვის პარლამენტისთვის საკუთარი კანდიდატურა 19 სუბიექტს აქვს შეთავაზებული. მათი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დასრულებულია. საპარლამენტო პარტიებს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმების მიზნით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება