„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუსეთი ირანული წარმოების იარაღის სისტემების სანაცვლოდ ირანს უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს

აშშ-ის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს ირანული იარაღის სისტემების სანაცვლოდ, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

„NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა შესაძლოა მიაწოდოს ირანს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობა და კომპონენტები, მათ შორის, ვერტმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ირანული წარმოების მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემების სანაცვლოდ, რომელსაც რუსეთი იყენებს და აპირებს გამოიყენოს უკრაინის ომში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა დააზუსტეს, რომ რუსეთმა შეიძლება ირანს მომავალი წლის განმავლობაში Su-35 ტიპის თვითმფრინავი გაუგზავნოს.

მათივე ცნობით, შესაძლოა, რუსეთი ცდილობს ფედერაციაში დრონების წარმოების ერთობლივი რუსულ-ირანული ხაზი შექმნას.

„აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა 19 ნოემბერს განაცხადეს, რომ რუსმა და ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ნოემბრის დასაწყისში მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე ირანული თვითმფრინავების წარმოების შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ფომინი 3 დეკემბერს თეირანში შეხვდა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მუჰამად ბაგერის, რათა განეხილათ რუსეთისთვის ირანული დრონებისა და რაკეტების მიყიდვა უკრაინაში გამოსაყენებლად.

მანამდე, „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ რუსული არმია სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ირანული წარმოების იარაღის სისტემებზე საკუთარი მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემების არსენალის ამოწურვის გამო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო