გიორგი წერეთელი -აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 15 კმ-იანი მონაკვეთი შეემატა

დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 15 კმ-იანი მონაკვეთი შეემატა. გაიხსნა სამტრედია -გრიგოლეთის მე-4 ლოტის 10 კმ-იანი და ასევე, გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იანი გზიდან - 5 კილომეტრი, რომელზეც, გარკვეული სამუშაოები, ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, კვლავ გასაგრძელებელია, ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, აქტიურად გრძელდება სამშენებლო სამუშაოები დარჩენილ 6 და 3 კმ-იან მონაკვეთებზე და მთლიანობაში აღნიშნული 14 კმ-იანი მონაკვეთის დასრულება 2023 წლისათვის იგეგმება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი აშენდა.

„გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება. სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადინა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები კი, მოიცავს 14.4 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.

„სიმბოლურია დღევანდელი დღე, ვინაიდან დღეს საქართველოში მეგზევის პროფესიული დღე აღინიშნება. ყველა ამ დარგში მოღვაწე ადამიანს ვულოცავ პროფესიულ დღეს, ვუსურვებ წარმატებას და ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

უწყების ცნობით, ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორის სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იანი მონაკვეთზე გადაადგილების დროს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის