ეკა ხერხეულიძე - ყველა მზად ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიყოთ ერთნი, განუყოფელნი

ნიკა მელიამ პერსონალურად ისაუბრა იმ გეგმებზე, თუ როგორ წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პროცესების განვითარება. ეს არის ჩვენი შიდაპარტიული საქმე და აქაც ყველას თანადგომა მივიღეთ, ყველა მზად ვართ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიყოთ ერთნი, განუყოფელნი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოზე განხილულ საკითხებზე აბსოლუტური მხარდაჭერა იყო.

"მას შემდეგ რაც არჩევნების ჩატარების ინიციატივით ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი გამოვიდა, ნიკა მელიამ მიიღო ეს გამოწვევა. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭო, სადაც მხარეებს ევალებოდათ წარმოედგინათ საკუთარი პროექტი, თუ რა ვარიანტით უნდა ყოფილიყო არჩევნები ჩატარებული, ის უნდა ყოფილიყო თუ არა ფართო ჩართულობის მქონე არჩევნები და როგორ განვითარდებოდა პროცესები. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არის ის გამოწვევა, როდესაც სამოქმედო გეგმას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რაც ამ ეტაპისთვის იყო შესაძლებელი და ეს გადაწყვეტილებებია შემდეგი: მხარემ, რომელმაც წარმოადგინა საკითხი არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით, გახლდათ ნიკა მელიას მხარე, ეს იყო გიორგი ქართველიშვილი, რასაც ეყარა კენჭი და აბსოლუტური უმრავლესობით დაკმაყოფილდა პროექტი. იყო საკითხი რიცხვთან და თარიღთან დაკავშირებით თუ როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები - ეს საკითხი ასევე, ნიკა მელიას წარმომადგენელმა გიორგი ქართველიშვილმა დააყენა, შემდეგ კობა ნაყოფიამ დააყენა კონკრეტული თარიღი და ამ თარიღსაც ჰქონდა აბსოლუტური მხარდაჭერა. მესამე საკითხი ასევე, კობა ნაყოფიამ დააყენა, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული კომისია იმისთვის, რომ შეძლონ პროცესების მართვა და პასუხისმგებლობის აღება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზეც იყო აბსოლუტური მხარდაჭერა. მე არ ვიყავი არჩევნების მოსურვე, რადგან უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩემთვის უმთავრესი საკითხი გახლავთ ეს, მაგრამ პარტიას აქვს თავისი ცხოვრება, დღის წესრიგი და რაკი ეს საკითხი გახდა აქტუალური, ბუნებრივია, ჩავერთე ამ პროცესში. ნიკა მელიამ პერსონალურად ისაუბრა იმ გეგმებზე როგორ წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პროცესების განვითარება. ეს არის ჩვენი შიდაპარტიული საქმე და აქაც ყველას თანადგომა მივიღეთ, ყველა მზად ვართ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიყოთ ერთნი, განუყოფელნი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყოს იმ ხაზზე, როგორც ახსოვს საზოგადოებას აქამდე", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ