ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიდი შვიდეულის“ სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - იქნება სიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტიდან უკრაინას სიახლეები ელოდება.

"დიდი შვიდეულის" სამიტი დღეს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას უკრაინაც მიიღებს. ახლა ჩვენ კოორდინირებული გვაქვს ჩვენი პოზიციები ამერიკასთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. იქნება სიახლეები", - აღნიშნა ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას იგრძნო, უკრაინული მშვიდობის ფორმულა დადებითად აღიქმება. „ეს ოპტიმიზმს მმატებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რაც უფრო მალე განხორციელდება ფორმულის პუნქტები, მით უფრო ძლიერი იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და მთელი ევროპისთვის.

“უკვე ვიწყებთ მუშაობას გლობალურ სამშვიდობო სამიტზე. ეს არის სამიტი, რომელიც უკრაინის მშვიდობის ფორმულას რეალობად აქცევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას მსოფლიოს სამ ლიდერს, აშშ-ის, საფრანგეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს ესაუბრა.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს