ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინელები აქტიურ კონტრშეტევას ნიადაგის გაყინვის შემდეგ განაახლებენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, თავდაცვის ძალები განაახლებს აქტიურ კონტრშეტევას, როდესაც ნიადაგი გაიყინება და ტექნიკის გადაადგილება გამარტივდება.
„გვქონდა წვიმები და ძალიან რთული პირობები ნებისმიერი მიმართულებით თავდასხმისთვის, რადგან მიწა ნოტიოა და ბორბლიან ტექნიკას გადაადგილება თითქმის არ შეუძლია. ვფიქრობ, აქტივობის ეს შემცირება ამინდის გამოა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერებას არ ფიქრობს. ამიტომ, იმ მომენტის გამოყენებით, როცა ნიადაგი მყარი ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ კონტრშეტევებს, ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების კამპანიას“, - აცხადებს რეზნიკოვი.
მისივე თქმით, უკრაინის გეგმა "ძალიან მარტივია - ეს არის უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება 1991 წლის მდგომარეობამდე, როდესაც უკრაინის საზღვრები საერთაშორისოდ იქნა აღიარებული".

























